About

მე ჩემი მეგობარი ვარ
ვცხოვრობ ჩემგან ასიოდე ფიქრის მოშორებით
ასიოდე ცრემლის მოშორებით
ასიოდე ოცნების მოშორებით
მე ჩემი ძმა ვარ და
მე და ჩემს შორის ავტობუსები ჩაივლიან და
მე ჩემი მამა ვარ და
დატოვებენ გამონაბოლქვს და სევდას და სევდას
და ღამით ისე ცივა, დაგეზარება ფიქრი მაღალ მატერიებზე
მე კი ჩემი მეგობარი ვარ,
რომელსაც ცივა და ეზარება და ეშინია და
მე ჩემი მეგობარი ვარ
და თუ ოდესმე გარდავიცვლები,
(არ გამოვრიცხავ, რომ ეს ფაქტი ოდესმე მოხდეს)
ჩემს კუბოსთან პრეზიდენტები არ მოვლენ და
არ იტყვიან ისტორიულ სისულელეებს
არც მავანი მერლინ მენსონი მიმღერებს პოსტსატანურ ალილუიას,
არც მოქალაქე ზურაბ წერეთელი დამიდგამს
ოქროს ბიუსტს თავისუფლების მოედანზე
სამაგიეროდ, მე ჩემი მეგობარი ვარ
და ვცხოვრობ ჩემგან ასიოდე ფიქრის მოშორებით
და ვცხოვრობ ჩემგან ასიოდე ცრემლის მოშორებით
და ვცხოვრობ ჩემგან ასიოდე ოცნების მოშორებით.

ზვიად რატიანი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s